ჩვენს შესახებ
ჰოსპიტალის შესახებ
ჩვენი პრიორიტეტები
საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაჰოსპიტალის პროფესიონალთა გუნდის 24 საათიან რეჟიმში მზადაა პაციენტთა ჯანმრთელობისთვის, რისთვისაც მუდმივ დინამიურ პროცესში ვიმყოფებით: აქტიურად ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო პროფესიონალურ ასოციაციებთან, მონაწილეობას ვიღებთ მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შემუშავებაში და ჩვენს ჰოსპიტალში ვნერგავთ მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებულ, წარმატებული მკურნალობის ტექნოლოგიებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
ჰოსპიტალში მუდმივად ხდება სამედიცინო აპარატურის განახლება, რაც მაღალტექნოლოგიური, მცირედ ინვაზიური ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა. შესაბამისად მცირდება პაციენტის პოსტოპერაციული რეაბილიტაციის დრო.
პაციენტზე ზრუნვა
ჩვენ გვაქვს პაციენტის მკურნალობისადმი კომპლექსური მიდგომა, რაც იმას გულისხმობს, რომ არა მარტო კონკრეტულ დაავადებას ვმკურნალობთ, არამედ ჩვენთან ნამკურნალები, გამოჯანმრთელებული პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივად ზრუნავს ჩვენი ჰოსპიტალის ოჯახის ექიმი.
წამყვანი სპეციალისტები
ჩვენს მრავალპროფილურ (უროლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია) ჰოსპიტალში მხოლოდ დარგის წამყვანი სპეციალისტები მუშაობენ, რაც წარმატებული მკურნალობის ძირითადი გარანტიაა.
ონლაინ მომსახურება
ჩვენს ჰოსპიტალში დამქანცველ რიგში დგომა არ მოგიწევთ, ვინაიდან ჩვენი „ონლაინ კლინიკა“ საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად მოიძიოთ თქვენთვის საჭირო სპეციალობის და კვალიფიკაციის ექიმი, ონლაინ ჩაეწეროთ მასთან ვიზიტზე ან კონსულტაციაზე. ონლაინ კონსუტაციის შედეგად პაციენტს საშუალება ეძლევა ელექტრონულად მიიღოს მისთვის საჭირო სამკურნალო დანიშნულება ან სამედიცინო კვლევების ნუსხა. ამგვარად მომზადებული პაციენტის შემდგომი ფიზიკური ვიზიტი ექიმთან გაცილებით შედეგიანი იქნება.
ჩვენი მისამართია: ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ. 5, მე-9 სართული (ჰოსპიტალ დიღომის შენობა)