დიაგნოსტიკური ცენტრი
Category: მომსახურება
ემ-ემ-ტე ჰოსპიტალის დიაგნოსტიკური ცენტრი უზრუნველყოფს პაციენტის დროულ, ეფექტურ და მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკურ მომსახურებას ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში. იგი მოიცავს კლინიკურ მომსახურებას ულტრაბგერით, რენტგენოლოგიურ, ლაბორატორიულ და ფუნქციონალურ კვლევებზე. |
ულტრაბგერითი გამოკვლევა
- მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპიური კვლევა ( ნაღველი, ელენთა, ღვიძლი, პანკრეასი);
- საშარდე სისტემის ექოსკოპიური კვლევა (თირკმელი და შარდის ბუშტი)
- პროსტატის ტრანსაბდომინალური და ტრანსვექტალური ექოსკოპია;
- საშვილოსნოს ტრანსაბდომინალური და ტრანსვაგინალური ექოსკოპია;
- ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია;
- სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია;
- სათესლე ჯირკვლების ექოსკოპია;
- რბილი ქსოვილების ექოსკოპია;
- ასოს ექოსკოპია;
- ექოკარდიოგრაფია.
ლაბორატორიული კვლევები
- სისხლის საერთო ანალიზი;
- სისხლის ჯგუფი და რეზუსი;
- შარდის საერთო ანალიზი (ფიზიკური, ქიმიური, მიკროსკოპიული);
- შარდსასქესო ორგანოებიდან გამონადენის ბაქტერიოსკოპია (ურეთრა, პროსტატა, საშო);
- ბიოქიმიური გამოკვლევები;
- ნახშირწყლოვანი ცვლა;
- ლიპიდური ცვლა;
- პიგმენტური ცვლა;
- ფერმენტული ცვლა;
- ელექტროლიტური ცვლა;
- ჰემოსტაზის სისტემა;
- მჟავე-ტუტოვანი წონასწორობა;
- ონკომარკერები;
- სეროლოგიური გამოკვლევები;
- ჰორმონალური გამოკვლევები;
- რევმატოიდული ფაქტორები.
რენტენოლოგიური გამოკვლევა
საშარდე სისტემის რენტგენელოგიური გამოკვლევა
- მიმოხილვითი უროგრაფია (არაკონტრასტული კვლევა);
- რეტროგრადული და მიქციური ურეთროგრაფია (შარდსადენი მილის რენტგენოკონტრასტული კვლევა);
- რეტროგრადული ურეთეროპიელოგრაფია (შარდსაწვეთების და თირკმელების აღმავალი რენტგენოკონტრასტული კვლევა);
- ანტეგრადული პიელოურეთეროგრაფია (შარდსაწვეთების და თირკმელების დაღმავალი რენტგენოკონსტრასტული კვლევა).
ფუნქციური დიაგნოსტიკა
- ელექტროკარდიოგრაფია;
- უროფლომეტრია.