სამედიცინო დაწესებულებების და პერსონალის რეიტინგები

ლაპარასკოპიური ცენტრი

Print

MMT Hospital-ის ლაპარასკოპიული ცენტრი დაკომპლექსტებულია წამყვანი სპეციალისტებითა და უახლესი თაობის ლაპარასკოპიული აპარატით (OLYMPUS VISERA PRO).

ცენტრი გთავაზობთ ლაპარასკოპიულ ოპერაციებს უროლოგიაში, გინეკოლოგიასა და მუცლის ღრუს ქირურგიაში.

ლაპარასკოპიული ოპერაციის შედეგად შესაძლებელია:

  • დადგინდეს ისეთი პათოლოგიური ცვლილებები, რომელთა დადგენა ექოსკოპიურად თუ სხვა ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევებით, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია.
  • დავათვალიეროთ მთელი მუცლის ღრუ და თანაც რამდენჯერმე გადიდებული გამოსახულებით.
  • აღმოვაჩინოთ დაზიანების ისეთი მიკროსკოპული კერები, რომელიც გაკვეთის შემთხვევაშიც კი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

რატომ ლაპარასკოპიული ოპერაცია?

  • სწრაფი რეაბილიტაცია;
  • უმნიშვნელო ჭრილობები;
  • პოსტოპერაციული ტკივილის არარსებობა;
  • ოპერაცია ვიდეოკონტროლით;
  • ოპერაციის შედეგად მიღებული უმნიშვნელო ნაწიბურები.

ლაპარასკოპიული ზოგადი და ონკო-ქირურგია:

  • ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია;
  • ლაპარასკოპიული ჰემიკოლექტომია;
  • ლაპარასკოპიული სიგმის რეზექცია;
  • კენიო-მაილსის ოპერაცია სწორი ნაწლავის სიმსივნეების დროს – სწორი ნაწლავის ლაპარასკოპიული ექსტირპაცია;
  • ლაპარასკოპიული ექინოკოკექტომია;
  • ღვიძლის აბსცესის ლაპარასკოპიული დრენირება;
  • ლაპარასკოპიული სპლენექტომია;
  • ლაპარასკოპიული თიაქარკვეთა, თიაქარპლასტიკა საპროთეზო მასალით, მათ შორის საყლაპავის თიაქარი.

ლაპარასკოპიული გინეკოლოგია:

  • დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია
  • ლაპარასკოპიული სტერილიზაცია
  • ტოტალური და სუბტოტალური ლაპარასკოპიული ჰისტერექტომია დანამატებთან და დანამატების გარეშე;
  • ლაპარასკოპიული მიომექტომია;
  • ცალმხრივი და ორმხრივი ლაპარასკოპიული სალპინგოოოფორექტომია;
  • ლაპარასკოპიული სალპინგექტომა და განაყოფიერების პროდუქტების ამოღება (ფალოპის მილის ორსულობის დროს);
  • ლაპარასკოპიული სალპინგექტომია;
  • ლაპარასკოპიული პრომონტოფიქსაცია.
  • ლაპარასკოპიული მიდგომით საკვერცხის და პარაოვარიული კისტების ამოკვეთა;
  • მცირე მენჯის ლიმფური კვანძების ამოკვეთა საშვილოსნოს ყელის და საშვილოსნოს ტანის სიმსივნის დროს;
  • უშვილობის მკურნალობა, შეხორცებების მოცილება (სინექიოლიზისი) ლაპარასკოპიული მეთოდით;
  • საკვერცხეების კაუტერიზაცია ლაპარასკოპიული მეთოდით;
  • ქრომოპერტუბაცია ლაპარასკოპიული მეთოდით.

ლაპარასკოპიული უროლოგია:

  • ლაპარასკოპიული ნეფრექტომია;
  • მენჯ-შარდსაწვეთის კუთხის ლაპარასკოპიული პლასტიკა;
  • ლაპარასკოპიული ნეფრო-ლითოტომია;
  • შარდის ბუშტის ენდოსკოპიური პოლიპექტომია.

ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი. ყველაფერი უროლოგიის შესახებ