ლაპარასკოპიური ცენტრი
MMT Hospital-ის ლაპარასკოპიული ცენტრი დაკომპლექსტებულია წამყვანი სპეციალისტებითა და უახლესი თაობის ლაპარასკოპიული აპარატით (OLYMPUS VISERA PRO). ცენტრი გთავაზობთ ლაპარასკოპიულ ოპერაციებს უროლოგიაში, გინეკოლოგიასა და მუცლის ღრუს ქირურგიაში. |
ლაპარასკოპიული ოპერაციის შედეგად შესაძლებელია:
- დადგინდეს ისეთი პათოლოგიური ცვლილებები, რომელთა დადგენა ექოსკოპიურად თუ სხვა ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევებით, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია.
- დავათვალიეროთ მთელი მუცლის ღრუ და თანაც რამდენჯერმე გადიდებული გამოსახულებით.
- აღმოვაჩინოთ დაზიანების ისეთი მიკროსკოპული კერები, რომელიც გაკვეთის შემთხვევაშიც კი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
რატომ ლაპარასკოპიული ოპერაცია?
- სწრაფი რეაბილიტაცია;
- უმნიშვნელო ჭრილობები;
- პოსტოპერაციული ტკივილის არარსებობა;
- ოპერაცია ვიდეოკონტროლით;
- ოპერაციის შედეგად მიღებული უმნიშვნელო ნაწიბურები.
ლაპარასკოპიული ზოგადი და ონკო-ქირურგია:
- ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია;
- ლაპარასკოპიული ჰემიკოლექტომია;
- ლაპარასკოპიული სიგმის რეზექცია;
- კენიო-მაილსის ოპერაცია სწორი ნაწლავის სიმსივნეების დროს – სწორი ნაწლავის ლაპარასკოპიული ექსტირპაცია;
- ლაპარასკოპიული ექინოკოკექტომია;
- ღვიძლის აბსცესის ლაპარასკოპიული დრენირება;
- ლაპარასკოპიული სპლენექტომია;
- ლაპარასკოპიული თიაქარკვეთა, თიაქარპლასტიკა საპროთეზო მასალით, მათ შორის საყლაპავის თიაქარი.
ლაპარასკოპიული გინეკოლოგია:
- დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია
- ლაპარასკოპიული სტერილიზაცია
- ტოტალური და სუბტოტალური ლაპარასკოპიული ჰისტერექტომია დანამატებთან და დანამატების გარეშე;
- ლაპარასკოპიული მიომექტომია;
- ცალმხრივი და ორმხრივი ლაპარასკოპიული სალპინგოოოფორექტომია;
- ლაპარასკოპიული სალპინგექტომა და განაყოფიერების პროდუქტების ამოღება (ფალოპის მილის ორსულობის დროს);
- ლაპარასკოპიული სალპინგექტომია;
- ლაპარასკოპიული პრომონტოფიქსაცია.
- ლაპარასკოპიული მიდგომით საკვერცხის და პარაოვარიული კისტების ამოკვეთა;
- მცირე მენჯის ლიმფური კვანძების ამოკვეთა საშვილოსნოს ყელის და საშვილოსნოს ტანის სიმსივნის დროს;
- უშვილობის მკურნალობა, შეხორცებების მოცილება (სინექიოლიზისი) ლაპარასკოპიული მეთოდით;
- საკვერცხეების კაუტერიზაცია ლაპარასკოპიული მეთოდით;
- ქრომოპერტუბაცია ლაპარასკოპიული მეთოდით.
ლაპარასკოპიული უროლოგია:
- ლაპარასკოპიული ნეფრექტომია;
- მენჯ-შარდსაწვეთის კუთხის ლაპარასკოპიული პლასტიკა;
- ლაპარასკოპიული ნეფრო-ლითოტომია;
- შარდის ბუშტის ენდოსკოპიური პოლიპექტომია.