ექსკლუზიური ოპერაციები თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით
- Details
- Category: Uncategorised
- Hits: 2503
- ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციები საშარდე და სასქესო ორგანოებზე
- მასშტაბური ონკოლოგიური ოპერაციები - უროლოგია, გინეკოლოგია, მუცლის ღრუს ქირურგია
- ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა
- პროსტატის კიბოს შორსწასული ფორმების ოპერაციები
- გაფართოებული ლიმფადენექტომია
- საკვერცხის კიბოს შორსწასული ფორმების ოპერაციები
- ტრანსვაგინალური გინეკოლოგიური ოპერაციები
- შარდოვანი ფისტულების ოპერაციები
- შარდის შეუკავებლობის ოპერაციული მკურნალობა
- საშარდე მილის აღდგენითი ოპერაციები ლოყის ლორწოვანის გამოყენებით
- ბავშვთა საშარდე და სასქესო ორგანოების რთული თანდაყოლილი ანომალიების ოპერაციები
- უროლოგიური და გინეკოლოგიური კომბინირებული ოპერაციები
- პროსტატის ენდოსკოპიური ოპერაციები
- პროსტატის პლაზმა ვაპორიზაცია ანუ აორთქლება
- თირკმლის ლაპარასკოპიული ოპერაციები
ჩვენს შესახებ
- Details
- Category: Uncategorised
- Hits: 4901
ჰოსპიტალის შესახებ
ჩვენი პრიორიტეტები
საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაჰოსპიტალის პროფესიონალთა გუნდის 24 საათიან რეჟიმში მზადაა პაციენტთა ჯანმრთელობისთვის, რისთვისაც მუდმივ დინამიურ პროცესში ვიმყოფებით: აქტიურად ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო პროფესიონალურ ასოციაციებთან, მონაწილეობას ვიღებთ მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შემუშავებაში და ჩვენს ჰოსპიტალში ვნერგავთ მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებულ, წარმატებული მკურნალობის ტექნოლოგიებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები
ჰოსპიტალში მუდმივად ხდება სამედიცინო აპარატურის განახლება, რაც მაღალტექნოლოგიური, მცირედ ინვაზიური ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა. შესაბამისად მცირდება პაციენტის პოსტოპერაციული რეაბილიტაციის დრო.
პაციენტზე ზრუნვა
ჩვენ გვაქვს პაციენტის მკურნალობისადმი კომპლექსური მიდგომა, რაც იმას გულისხმობს, რომ არა მარტო კონკრეტულ დაავადებას ვმკურნალობთ, არამედ ჩვენთან ნამკურნალები, გამოჯანმრთელებული პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივად ზრუნავს ჩვენი ჰოსპიტალის ოჯახის ექიმი.
წამყვანი სპეციალისტები
ჩვენს მრავალპროფილურ (უროლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია) ჰოსპიტალში მხოლოდ დარგის წამყვანი სპეციალისტები მუშაობენ, რაც წარმატებული მკურნალობის ძირითადი გარანტიაა.
ონლაინ მომსახურება
ჩვენს ჰოსპიტალში დამქანცველ რიგში დგომა არ მოგიწევთ, ვინაიდან ჩვენი „ონლაინ კლინიკა“ საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად მოიძიოთ თქვენთვის საჭირო სპეციალობის და კვალიფიკაციის ექიმი, ონლაინ ჩაეწეროთ მასთან ვიზიტზე ან კონსულტაციაზე. ონლაინ კონსუტაციის შედეგად პაციენტს საშუალება ეძლევა ელექტრონულად მიიღოს მისთვის საჭირო სამკურნალო დანიშნულება ან სამედიცინო კვლევების ნუსხა. ამგვარად მომზადებული პაციენტის შემდგომი ფიზიკური ვიზიტი ექიმთან გაცილებით შედეგიანი იქნება.
ჩვენი მისამართია: ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ. 5, მე-9 სართული (ჰოსპიტალ დიღომის შენობა)
ძირითადი მიმართულებები
- Details
- Category: Uncategorised
- Hits: 3897
- ონკოლოგიური ოპერაციები - უროლოგია, გინეკოლოგია, ქირურგია
- ლაპაროსკოპიული ცენტრი - უროლოგია, გინეკოლოგია, მუცლის ღრუს ქირურგია
- უროლოგია - ბავშვთა და მოზრდილთა
- გინეკოლოგია - ბავშვთა და მოზრდილთა
- ზოგადი ქირურგია - ბავშვთა და მოზრდილთა
- დიაგნოსტიკა - ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური და ფუნქციონალური კვლევები
- კენჭოვან დაავადებათა მკურნალობა უოპერაციოდ
- ლითოტრიფსია - ყველაზე ეფექტური კენჭის დამშლელი აპარატი
- მამაკაცთა ჯანმრთელობის ცენტრი
- ონლაინ კონსულტაცია წამყვან ექიმებთან